logo
ENG



ბლინკენი: ეს კრიზისი იარაღსა და ბაზებს არ ეხება, საუბარია ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე

20 იან 202220:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/20/dbtzn831twufrsd.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის შეთავაზებით და ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთებით. ჯერჯერობით, ჩვენი მზაობა კეთილსინდისიერი ჩართულობისთვის უარყოფილია – რადგან, სინამდვილეში, ეს კრიზისი, პირველ რიგში, იარაღსა და სამხედრო ბაზებს არ ეხება. საუბარია უკრაინისა და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე. და, სინამდვილეში, ეს არის რუსეთის მიერ ცივი ომის შემდგომი ევროპის უარყოფა, რომელიც ერთიანი და თავისუფალია.

რა მოხდება თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მის ოკუპაციას მოახდენს? რასაკვირველია, გაძლიერდება რუსეთის ძალისხმევა, რომ მეზობლები მარიონეტულ სახელმწიფოებად აქციოს, გააკონტროლოს მათი საქმიანობა და თავს დაესხას დემოკრატიული გამოხატვის ნებისმიერ ნაპერწკალს. როგორც კი სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევის პრინციპები უგულებელყოფილი იქნება, დაბრუნდება მსოფლიო, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ერთად ჩამოყალიბებულ წესებს ძირი გამოეთხრება და შემდეგ გაქრება. და ეს გარკვეულ მთავრობებს აგულიანებს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიიღონ ის რაც მათ სურთ – მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს სხვა ქვეყნის ინტერნეტის გათიშვას, ცივ ზამთარში გათბობისთვის საჭირო საწვავის შეწყვეტას ან ტანკების გაგზავნას – ყველა ეს ტაქტიკა რუსეთმა ბოლო წლებში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენა.


close დახურვა