logo
ENG



ბლინკენი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ხალხის სიცივეში, სიბნელეში დატოვებისთვის ხდება

24 ნოე 202209:12
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ხალხის სიცივეში, სიბნელეში დატოვებისთვის ხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გუშინ, 23 ნოემბერს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ეხმაურება.

"უკრაინის მასშტაბით, მილიონობით ადამიანი თავშესაფრებში შეეფარა, როდესაც რუსეთმა კვლავ დაუშვა მათზე რაკეტები. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს", - წერს ბლინკენი Twitter-ზე.

 

რუსეთმა 23 ნოემბერს უკრაინის რეგიონებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სექტორი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

რუსეთის მასობრივი სარაკეტო იერიშის შედეგად ელექტროენერგია უკრაინის გარდა, მოლდოვაშიც გაითიშა.


close დახურვა