logo
ENG



ბლინკენი: რუსეთის ქმედება პროგნოზირებადი და სამარცხვინოა

22 თებ 202213:13
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: რუსეთის ქმედება პროგნოზირებადი და სამარცხვინოა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პროგნოზირებადს და სამარცხვინოს უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას. 

"რუსეთის ქმედება, აღიაროს მისივე მარიონეტების მიერ მართული ე.წ რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა", პროგნოზირებადი და სამარცხვინოა. ჩვენ ამას მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ და ვდგავართ უკრაინის გვერდით. ეს ვუთხარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას". - წერს ბლინკენი ტვიტერზე. 

მანვე განაცხადა, რომ კრემლის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლად" ცნობა საჭიროებს სწრაფ და მტკიცე პასუხს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ის პარტნიორებთან კოორდინაციით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.


close დახურვა