logo
ENG



ბლინკენი: ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი

26 მაი 202209:09
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.

ამასთან, ბლინკენი ამბობს, რომ აშშ გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

30 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის მანძილზე, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად, გვერდიგვერდ იმუშავეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ქართველებისთვის ამ სადღესასწაულო დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოსთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პარტნიორობასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. 


close დახურვა