logo
ENG



ბლინკენი ლავროვს: საჭიროა ვიხილოთ დამაჯერებელი და არსებითი დეესკალაცია

16 თებ 202200:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/16/b713u9hd6ll1w4d.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, ბლინკენმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, ისინი რჩებიან დიპლომატიური გზის ერთგულნი.

"ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი მუდმივი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემოწმებადი, დამაჯერებელი და არსებითი დეესკალაცია", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაესვა ლავროვის სურვილს, რომ გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა. გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების "აგრესიული რიტორიკა დაუშვებელია".

15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის განცხადება ფრთხილი ოპტიმიზმის მომცემია, თუმცა რეალური დეესკალაცია ჯერ კიდევ არ უნახავთ. 


close დახურვა