შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის".
"შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 15 სომეხი სამხედრო ტყვის გათავისუფლებას. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების მადლიერი ვართ მხარეებს შორის მოლაპარაკების ფასილიტაციაში შეტანილი სასიცოცხლო წვლილისთვის. მსგავსი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას დამსახურებული მშვიდობიანი მომავლის მიღწევაში დაეხმარება", - ვკითხულობთ ბლინკენის ტვიტში.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი ოჯახებს საქართველოს ტერიტორიის გავლით დაუბრუნდნენ.