logo
ENG



ბლინკენის თქმით, ირანი რუსეთისთვის დამატებითი დრონების მიწოდებას გეგმავს

23 ოქტ 202216:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/ao3u270j8scja5i.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანი რუსეთისთვის დამატებითი დრონების მიწოდებას გეგმავს.

"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთმა მიიღო ათობით ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი ირანისგან და უფრო მეტი პოტენციურ განვითარებაშია," - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს იმაზე, რომ ირანის ძალისხმევას წინააღმდეგობა გაუწიოს და გააძლიეროს უკრაინის უნარი თავდასხმების მოგერიებაში.

თეირანმა არაერთხელ უარყო დრონების რუსეთში გადაცემა. თეთრი სახლი კი მიიჩნევს, რომ ირანის უარყოფა სიმართლეს არ შეესაბამება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის მიერ იარაღის მიწოდება რუსეთს სრულმასშტაბიანი ომის საწარმოებლად მას უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიისა და ომის დანაშაულების თანამონაწილედ აქცევს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე იერიში მიიტანა. მოსკოვმა თავდასხმების დროს ირანული კამიკაძე დრონები გამოიყენა - შეტევების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა. 20 ოქტომბერს კი ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, სანქციები დაუწესა.


close დახურვა