logo
ENG



ბოიჩენკო: მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება

19 ივლ 202220:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/65gt3gadf5bm42p.jpg

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მცხოვრები ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება.

ბოიჩენკოს თქმით, ერთ-ერთი ბანაკში დარჩენილთაგან უმეტესობა მამაკაცია, რაც მისივე თქმით, ჯარში შესაძლო გაწვევას უკავშირდება.

ამასთან, ბოიჩენკო ამბობს, რომ ბანაკებში იმყოფებიან საჯარო მოხელეები და მუნიციპალური მუშებიც. 

გარდა ამისა, ბოიჩენკოს ინფორმაციით, ფილტრაციის ბანაკებში მყოფებს არ აქვთ წვდომა ნორმალურ სამედიცინო დახმარებაზე. 

მსგავსი ტიპის ფილტრაციის ბანაკებს რუსეთი ჩეჩნეთის ომების დროს იყენებდა, როდესაც FSB-ს აგენტების დაქირავება შეეძლო.

ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ოკუპანტები თავს ესხმიან როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის აგრესიას მინიმუმ 1348 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 70 ბავშვი ემსხვერპლა.

 

close დახურვა