„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ ოპოზიციის ამოცანაა მოხდეს პროცესების ნორმალიზება და ჩაატარონ ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია.
ბოკერიას თქმით, თუ მმართველ გუნდს შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევა სურს, ეს ივანიშვილისთვის დამღუპველი იქნება.
„ბიძინა ივანიშვილის პროგნოზირება ძნელია. შემიძლია, ვთქვა, ჩვენ რა ამოცანა გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ამოცანა, რომ ივანიშვილმა ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინოს, დაარღვიოს შეთანხმება და მოიმკას პერსონალურად და ამავე დროს, დააზიანოს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ამოცანა პირიქით, რომ მოხდეს ნორმალიზება, გამოვიდეს გიორგი რურუა ციხიდან, შემდეგ მივცეთ ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და გვქონდეს შინაარსით მწვავე, მაგრამ შედარებით ნორმალური ცივილიზებული საარჩევნო კამპანია და მერე ყველა, პირველ რიგში ივანიშვილი, შეეგუოს ამომრჩევლის ვერდიქტს. აი, ეს გვსურს ჩვენს.
თუ ეს დამოკიდებულება აქვთ, რომ შეთანხმება უნდა დაირღვეს და ამ ტიპის თამაშში შედიან, რაც ქვეყნისთვის ცუდია და ივანიშვილისთვის იქნება დამღუპველი და ვერ გადააარჩენს მას, მაშინ ჩააგდონ, კი ბატონო“, - განაცხადა ბოკერიამ.