ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ისინი აპირებენ იმას, რასაც აქამდე ამბობდნენ - არ დაუშვებენ ნიკა მელიას დაპატიმრებას.
ნაციონალური მოძრაობის ოფისში მან თქვა, რომ პოლიციას მოუწევს, ძალა გამოიყენოს მთელ პოლიტიკურ სპექტრზე და ისინი დააკავოს.
"რახან ეს კურსი აირჩიეს, ქვეყნისთვის საზიანო და ჩემი აზრით, მათთვის საბედისწერო, ჩვენ რაც ვთქვით, იმის გაკეთება მოუწევთ, მათ მოუწევთ ძალის გამოყენება აქ მყოფი ადამიანების, მათ შორის მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ, მათ მოუწევთ მთელი სპექტრის დაკავება და ეს არის გზა, რომელიც ქვეყნისთვის სარისკოა, მათთვის კი საბედისწერო აღმოჩნდება", - თქვა ბოკერიამ.
პარტიის ოფისთან მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად და მის დასაკავებლად პოლიცია უკვე მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.