logo
ENG



ბოკერია: ოცნების მომხრეები ვინც იყვნენ, ისინიც მხრებს იჩეჩავენ - ივანიშვილი დამარცხდება

15 თებ 202022:37
3 წუთის საკითხავი
 

"ივანიშვილს აქვს ცუდი პოლიტიკური კურსი და ამ ვითარებაში ჩვენი მიზანი მისი სრული დამარცხებაა", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია დღეს ოპოზიციის საერთო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებული დარჩება, თუმცა უკეთესია თუ ეს მშვიდობიან ვითარებაში მოხდება.

ბოკერია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" მიმართ ნდობა დაკარგულია. 

"მათი მომხრეები ვინც იყვნენ, ისინიც მხრებს იჩეჩავენ. ახლა ფართხალია მმართველ გუნდში და იმიტაციას აკეთებენ, თითქოს კონსტრუქციულები არიან. ამას არავინ ჭამს, ამიტომ 4 აპრილს და მანამდეც იქნება აქციები. მთელ ოპოზიციურ სპექტრს გვექნება დიდი ინტერაქცია, როგორი ხედვა გვაქვს და ა.შ. თუ ილუზია აქვთ, რომ ამ წნეხს გაუძლებენ და შეიძლება ესეც დავუშვათ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ტრაგიკული დამარცხება პირადად ივანიშვილისთვის. თუ მოხდა ისეთი რამ, რომ გონს მოეგო და პოლიტიკურ რეპრესიებს შეწყვეტს, მაშინ გვექნება შედარებით ნორმალური ატმოსფერო, თუმცა მაინც მარცხი ექნება. უბრალოდ ეს იქნება მშვიდი ვარიანტი და ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ახლა ჩამოყალიბებულნი ვართ, რომ ივანიშვილს აქვს ცუდი პოლიტიკური კურსი და ამ ვითარებაში ჩვენი მიზანია მისი სრული დამარცხება",-აღნიშნა ბოკერიამ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა". 

 


close დახურვა