logo
ENG



ბოკერია: უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო

03 ოქტ 202016:40
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს უსაფრთხოების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე სამსჯელოდ დაგვიანებით შეიკრიბა. 

საბჭომ პირველი შეხვედრა დღეს, 3 ოქტომბერს პირველად გამართა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა - სომხეთმა და აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განაახლეს. 

ბოკერიას შეფასებით, ასევე პრობლემაა ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არც რეგიონში, არც მსოფლიოში არ აქვთ სათანადო ავტორიტეტი. 

"პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილს, მის გარემოცვას, მის პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ აქვთ ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ფასი ჰქონდეს ასეთ დაძაბულ დროს. ეს არის საქართველოს პრობლემა.

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა დაგვიანებული იყო. ყველამ იცის, რომ ეს ორგანო, რეალურად აღარ არსებობს. დატვირთვა არ აქვს იმას, რას იტყვიან. ისე, ეს განცხადებაც დაგვიანებულია. 

საქართველოს ხელისუფლება არ უნდა გამოჩნდეს მხარედ ჩვენი მეზობლების კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია მყარია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით". - თქვა გიგა ბოკერიამ. 

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საერთაშორისო აქტორებს მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის.

ასევე, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვბის გაცემა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გატარებაზე. 

სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა კი უარყო ცნობები, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიის სამხედრო კონფლიქტში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან. 


close დახურვა