„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა თუ რატომ წარადგინა უვადო მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ, კონკურსის ფარგლებში სამის ნაცვლად ორი რეკომენდატორი. აღნიშნული კითხვით ბოკერიამ მას პარლამენტში მიმართა, სადაც მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით უსმენენ.
„საბჭომ დაადგინა წესი, რომ უნდა წარედგინათ სამი რეკომენდატორი, თქვენ კი წარადგინეთ ორი. ვერ იპოვეთ მესამე რეკომენდატორი თუ დაიკიდეთ. თუ იფიქრეთ, რომ მაინც გაგივათ. თუ მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ, თქვით და შევალთ თქვენს მდგომარეობაში. აქ ერთი კანდიდატი გვყავდა ლექტორი ვერ დაასახელა, ამიტომ არც ეგ გამიკვირდება. ან ვერ იპოვეთ, ან ფეხებზე დაიკიდეთ თქვენივე დადგენილი წესი, რომელია ამათგან“, - მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს, რომელმაც თავის მხრივ უპასუხა, რომ არც ერთი, თუმცა შემდგომი განმარტების მოსმენა, თავად ბოკერიამ არ ისურვა და დასძინა, რომ მისი გაგებით მიქაუტაძის საქციელი, მისივე დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდებაა.