logo
ENG



ბოკერია ნამახვანჰესზე: ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები

22 სექ 202119:28
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია ნამახვანჰესზე: ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას ქართული ოცნების, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა.

ისინი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად, პატრიოტიზმს ამოფარებულები არიან, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით, დაგვაზიანეს. ამითი ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე.

კონტრაქტის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენს მთავრობას, ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები.


close დახურვა