logo
ENG



ბოკუჩავა: მაქვს ინფორმაცია, ოცნების გარკვეულმა პირებმა მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება

04 ივნ 202414:47
3 წუთის საკითხავი
 
ბოკუჩავა: მაქვს ინფორმაცია, ოცნების გარკვეულმა პირებმა მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება

პარლამენტის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ისიც ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით. თვითონ ქართული ოცნება აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

"მეც ამგვარ ინფორმაციას ვფლობ, რომ გარკვეულმა პირებმა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება იმასთან დაკავშირება, რომ მათი არსებული ვიზები აღარაა ვალიდური. ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე რამდენადაც ვიცი, ამგვარი შეზღუდვა შეეხება მათი ოჯახის წევრებს. საქართველოში ამგვარი ინფორმაცია არ იმალება და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც ამის შესახებ მალე გაიგებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის წევრები სავიზო შეზღუდვაზე შეტყობინებებს იღებენ, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს"

კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია. 

ამასთან, 3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ". სპიკერის თქმით, მათ გამოაცხადეს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა და "აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს".

close დახურვა