logo
ENG



ბოკუჩავა: საგანგებო მდგომარეობა ივანიშვილს შეკრების თავისუფლების ჩასახშობად სჭირდება

05 მაი 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

დასრულდება თუ არა ქვეყანაში 22 მაისს შემდეგ  საგანგებო მდგომარეობა და რა ღონისძიებები ჩატარდება 26 მაისს - „ქართული ოცნების“ დეპუტატები და კონკრეტულად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გახანგრძლივდეს.

ოპოზიციაში მმართველი გუნდის მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, კომენდანტის საათი სხვა რამდენიმე შეზღუდვასთან ერთად გასაუქმებელია.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა, დღეის მდგომარეობით, არ დგას. თუ კი რომელიმე არ აკმაყოფილებს ჯანდაცვის მოთხოვნებს, იქ შეიძლება იყოს შეზღუდვები. ქალაქებს შორის მიმოსვლის აბსურდული შეზღუდვა, როგორიცაა კომენდანტის საათი, როგორიცაა მანქანაში მგზავრების შეზღუდვა, ესენი ყველაფერი სასწრაფოდ გასაუქმებელია“, - განაცხადა კაპანაძემ.

თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საგანგებო მდგომარეობა თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად სჭირდება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს. არაეპიდემოლოგიური მოცემულობისას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იქნება ივანიშვილის მცდელობა შეზღუდოს შეკრების თავისუფლება, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და გააკონტროლოს ყველაფერი უფრო მარტივად, ვიდრე ამას აკეთებდა მანამდე“, - განაცხა ბოკუჩავამ. 

ოპოზიცია პრემიერს გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ოპოზიციონერების თქმით, პრემიერმა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.

კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.



close დახურვა