logo
ENG



ბოკუჩავა ერთიანობის დეკლარაციაზე: მნიშვნელოვანი განაცხადია

25 ივნ 202412:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/25/nqn3n3w9xvavv8v.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია. 

"ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე", - თქვა ბოკუჩავამ. 

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტი რამდენიმე პუნქტისგან შედგება. პარტიები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, არჩევნებამდე და მის შემდეგ, ერთიანობის პირობას დებენ. 


close დახურვა