ბოლნისის 12 ახალი ინფიცირებულიდან ერთი, სასრაფოს მენეჯერია. პაციენტს სასწრაფოს დაინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი. ბოლნისის 12 ინფიცირებული კი ბოლო 24 საათში გამოვლენილ 27 შემთხვევაში ერთიანდება. ახალი შემთხვევები ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, შესაბამისად, ინფექციის წყარო ცნობილია.
ბოლნისის ინიფიცრებულებიდან 10, სოფელ მუშევანს უკავშირდება, სადაც 25 აპრილს ზომები გამკაცრდა და სოფელში გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 107 დადასტურებული შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან 184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.