logo
ENG



ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით 345 ადამიანი გარდაიცვალა

18 მარ 202009:38
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით  345 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 3 ათას 526-ით გაიზარდა და მთლიანობაში 31 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა თითქმის სამი ათასი პაციენტი. ასობით ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა ცხელი კერა იტალიაში კვლავ ლომბარდიის რეგიონშია. ქვეყანაში ისევ კარანტინია გამოცხადებული. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა დახურულია კომერციული დაწესებულებები; შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების 198 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 83 ათასამდე ადამიანი. ბოლო მონაცემებით, პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 8 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. 


close დახურვა