logo
ENG



ბოლო 24 საათში დაინფიცირებულებს შორის 131 სამედიცინო პერსონალია

23 ოქტ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ცნობით, 23 ოქტომბრისთვის გამოვლენილ შემთხვევებს შორის, 131 სამედიცინო პერსონალია.

"ეს არ არის მხოლოდ ექიმი, ეს გახლავთ ექიმი-ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვართ ჩვენ", - თქვა მან. 

23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა