logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 422 ახალი შემთხვევა

20 მარ 202110:57
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. 

ქვეყანაში გამოვლინდა 422 ახალი შემთხვევა 23 169  ტესტის საფუძველზე. დადებითობის მაჩვენებელი არის 1.82%. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს - ვირუსისგან 158 პაციენტი განიკურნა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  730, აჭარაში - 137, იმერეთში - 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის, თბილისში - 1259, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 35 - აჭარაში.  2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში გავრცელების დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა. სულ გამოვლინდა 277 218 შემთხვევა, საიდანაც 269 784-მა პაციენტმა დაამარცხა Covid 19. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა