logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1132 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

26 სექ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1132 შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 20 798 ტესტი. 

გარდაიცვალა 30 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 606 492 შემთხვევა. პანდემიას ემსხვერპლა 8 817 ადამიანი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,44%, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი - 6,49%, ბოლო 7 დღის - 6,04%. 

ოლო 24 საათში გაკეთდა 12 402 აცრა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:

​თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა - 73, იმერეთი - 172, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 47, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 151, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 151, საიდანაც:

  • 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 687, აჭარაში - 472, იმერეთში - 950.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 125, იმერეთში - 282.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 30, იმერეთში - 32.
  • 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 437 - თბილისში, 245 - აჭარაში.
  • 15 709 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

close დახურვა