logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1250 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

24 აპრ 202111:30
3 წუთის საკითხავი
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1250 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 958 ტესტი, მათ შორის მათ შორის 14 801 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 157 PCR. 

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი - ჯამში ქვეყანაში ვირუსს 4007 პაციენტი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 463 ადამიანი.

23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე 4.62%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 63, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 40, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 946, აჭარაში - 416, იმერეთში - 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 63, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, მათგან თბილისში - 81, აჭარაში - 8, იმერეთში - 9. 706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 393 - თბილისში, 289 - აჭარაში. 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 239, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან 23 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 507 პირი


close დახურვა