დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას ერიდებიან, თუმცა კრემლზე ზეწოლას სანქციებითა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით ყოველდღიურად აძლიერებენ. ბოლო 24 საათში ოფიციალური კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ 10-მდე სახელმწიფომ გამოაცხადა. დასავლეთ ევროპის ქვეყნები თანამედროვე შეიარაღებას გაგზავნიან იმ ქვეყნებშიც, რომლებმაც უკრაინისთვის საბჭოთა პერიოდის ტანკების მიწოდება გადაწყვიტეს. ვაშინგტონმა უკრაინას ბოლო ორ კვირაში 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება უკვე ორჯერ გამოუყო.