858 ათასზე მეტი ინფიცირებული, 42 158 გარდაცვლილი და 180 ათასამდე გამოჯანმრთელებული - ასეთია კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის ბოლო მონაცემები.
სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე იტალიაა. დაღუპულთა რაოდენობა აქ გასული დღე-ღამის განმავლობაში 12,428-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციაში რჩება მოსახლეობის ნახევარზე მეტი.
ერთი დღის განმავლობაში დაღუპულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში. დღის განმავლობაში ვირუსს 499 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში გარდაცვლილების საერთო რაოდენობამ 3,523 შეადგინა. ბოლო მონაცემებით კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადების შედეგად 1,789 ადამიანი დაიღუპა დიდ ბრიტანეთში. ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში კორონავირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთის დევნილთა ბანაკში. კოვიდ -19-ის დიაგნოზი ახალგაზრდა ქალს ათენში, მშობიარობის შემდეგ დაუდგინეს.