logo
ENG



ბოლომდე კარგად გააზრებული არაა შეღავათის მექანიზმი - ბურჯანაძე კომუნალურების სუბსიდირებაზე

01 აპრ 202017:13
3 წუთის საკითხავი
clock 325

ბოლომდე კარგად გააზრებული არაა ამ შეღავათის მექანიზმი- ასე აფასებენ ოპოზიციაში ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეკონომიკის წახალისების კუთხით. 

ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ მექანიზმი ბუნდოვანია - მისი განმარტებით, მაღალი შემოსავლის მქონე ორსულიანი ოჯახი შესაძლოა სარგებლობდეს ამ შეღავათით მაშინ, როცა გაჭირვებულმა მრავალსულიანმა ოჯახებმა ვერ გადაიხადონ კომუნალურები.

„მნიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს ბიუჯეტში ცვლილებები. ეს არაა ბოლომდე კარგად გააზრებული ამ შეღავათის მექანიზმი. ასე შეიძლება მოხდეს ისე, რომ ოჯახი, რომელსაც შემოსავალი აქვს და მისი გადახდა არ უჭირს, ამ შეღავათში მოხვდეს - ხოლო გაჭირვებული ხუთსულიანი ოჯახმა ვერ ისარგებლოს შეღავათით", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან. ამაზე თანხა ბიუჯეტიდან გამოთავისულდება.


close დახურვა