logo
ENG



ბორდერიზაცია საქართველოში გრძელდება-მწვავე განცხადებები ევროპარლამენტში

20 მაი 202008:55
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მწვავე განცხადებები გაკეთდა. ევროპარლამენტის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ამ გზაზე ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებზე გააკეთეს განმარტებები. მკაფიო იყო ანა ფოტიგას განცხადება, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე განხორციელებულ აგრესიაზე მიაპყრო ყურადღება. ევროპარლამენტის წევრმა საქართველოში ბორდერიზაციის თემა წამოჭრა და ამ მხრივ არასახარბიელო სიტუაციაზეც ისაუბრა. 

"მსურს თქვენი ყურადღება რუსეთის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე განხორციელებულ აგრესიაზე მივაპყრო, რომელიც ახლაც გრძელდება. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კვლავ იღუპებიან ადამიანები. არის დაშინების ფაქტები ყირიმში. გრძელდება ბორდერიზაცია საქართველოში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩვენ კვლავ გვაქვს არასახარბიელო სიტუაცია უსაფრთხოების მხრივ", - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმაც. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის მნიშვნელობასა და როლზეც.

"დიახ, რუსეთი კვლავ ახორციელებს აგრესიას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე. ვმუშაობთ ამ სახელმწიფოებთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, თუმცა უნდა დავადასტურო, რომ ამ კონფლიქტების უმეტესობა, გარდა უკრაინისა, მცირედით წინ მიიწევს. ამ თემის ირგვლივ ვმუშაობთ  და ვეხმარებით ჩვენ პარტნიორებს",-განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


close დახურვა