logo
ENG



ბორელი: EU უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

13 მაი 202214:09
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

როგორც ბორელმა გერმანიაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, სამხედრო დახმარება მოხმარდება უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას, როგორიცაა ტანკები და არტილერია.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხა უკვე ორ მილიარდ ევროს აღწევს.

ბორელმა ასევე მოუწოდა G7-ის ქვეყნებს, გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა, შემოიღონ ახალი სანქციები, მოახდინონ რუსეთის იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შექმნან უკრაინის მხარდამჭერი ერთიანი ფრონტი.

EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად უყურებს რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას და ამბობს, რომ ბლოკმა საკითხზე შეთანხმებას, შესაძლოა უახლოეს დღეებში მიაღწიოს.

ბრიუსელში გუშინ განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.


close დახურვა