logo
ENG



ბორელი: ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ის არ გახდება სუვერენული ქვეყანა

01 იან 202316:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/5us3shwby1oh5l3.jpg

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ის არ გახდება სუვერენული ქვეყანა.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ლეგიტიმურ ძალისხმევას მისი ტერიტორიების გათავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ამ მხრივ, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ის არ გახდება თანამედროვე, სუვერენული და პატივცემული ქვეყანა", - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით.

16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. სანქციების სიაში შედიან რუსეთის ჯართან დაკავშირებული პირები, მოსამართლეები, პოლიტიკური პარტიები, რამზან კადიროვის შვილები.


close დახურვა