logo
ENG



ბორელი: პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია

29 ივნ 202319:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/9q7ot7q77ugcfdf.png

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, პრიგოჟინის აჯანყებამ შეასუსტა კრემლის ძალა და ევროკავშირი უფრო დიდი რისკებისთვის უნდა მოემზადოს რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობის გამო.

"ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტად გამოდის. მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ შედეგები... პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და, უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია." - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.

ბორელის ვარაუდობს, რომ პუტინი მალე დაიწყებს ბრძოლას სისტემაში მყოფ იმ ადამიანებთან , რომელთა ლოიალობაში მას ეჭვი ეპარება.

ბორელის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ამიტომ ის ლიდერებს სთხოვს გააგრძელონ ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აფინანსებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

"ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების ვალდებულებებზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელვადიანი უნდა იყოს... ომის დროს და ომის შემდეგ."- თქვა ბორელმა.

ლატვიის პრემიერმინისტრმა არტურს კრიშიანის კარიშმა თქვა, რომ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ყოფნა ბელარუსში, რომელთანაც NATO-ს წევრი ქვეყანა იზიარებს საზღვარს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს "ევროპაში გაურკვეველი მიზნებით შეღწევის მცდელობის თვალსაზრისით".

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სასაზღვრო პოლიტიკა."- განაცხადა კარიშმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად NATO-ს ახალი გეგმების დასახვა.

 


close დახურვა