logo
ENG



ბორელი: საქართველოსა და მოლდოვასთვის არალეტალურ სამხედრო დახმარებას გავზრდით

08 ივნ 202221:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/i8xx36py8w7raxt.jpg

დავაყენეთ საკითხი გავზარდოთ არალეტარული სამხედრო დახმარება საქართველოსა და მოლდოვასთვის. ეს ხელს შეუწყობს ლოჯისტიკურ, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ ივნისში წარვადგენთ, რათა საბჭომ ივლისში მიიღოს. [...]

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის გამარჯვებას ამ ომში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, სტრატეგიული კომპასი აშკარად ხაზს უსვამს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას.


close დახურვა