logo
ENG



ბორელი: უკრაინას მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას

10 აგვ 202412:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/10/vs0q4k18sgwwa12.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში მშვიდობიან მოქალაქეებზე და ამის გამო მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

"რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, თავს დაესხა დონეცკის რეგიონში, კოსტიანტინივკაში მდებარე დატვირთულ სავაჭრო ცენტრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ და სხვა ომის დანაშაულებზე რუსეთის პასუხისმგებლობას. უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა დაიცვას", - განაცხადა ბორელმა.

რუსეთმა 9 აგვისტოს, ქალაქ კოსტიანტინივკაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად დაარტყეს სუპერმარკეტს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო 35 დაშავდა.

"კოსტიანტინივკა, დონეცკის ოლქი. რუსი ტეროტირსტების დარტყმა ჩვეულებრივ სუპერმარკეტსა და ფოსტაზე. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. გრძელდება სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება, რათა გადავარჩინოთ ხალხი", - დაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 


close დახურვა