logo
ENG



ბორელი EU-ის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

14 სექ 202200:19
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი EU-ის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი EU-ის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, გაზარდონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

ბორელის თქმით, "ჩანს, რომ [დახმარება] ეფექტურია".

EU-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ერთ დღეს და კვირასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმოება უკრაინის აღმოსავლეთში ბევრად უფრო გართულდება".

"როდესაც პუტინმა დაიწყო ეს თავისი ომი, ვინ იწინასწარმეტყველებდა, რომ რუსული არმია იძულებული გახდებოდა თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს?", - თქვა ბორელმა.


close დახურვა