logo
ENG



ბორელი და ბრინკი: რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა

18 აპრ 202300:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/p6e8gd7xbe1xi8z.jpg

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკი აცხადებენ, რომ რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა.

"რუსეთი ისევ ბლოკავს შავ ზღვაში 50 ხომალდს, რომლებიც სასწრაფოდ გადაჰქონდათ აუცილებელი მარცვლეული. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს უკრაინული ექსპორტის მხარდაჭერას სოლიდარობის დერეფნებით, რომელმაც მსოფლიოს 25 მილიარდი ტონა მარცვლეული მოუტანა"- წერს ბორელი Twitter-ზე .

მარცვლეულით სავსე ხომალდების დაბლოკვაზე საუბრობს ბრიჯიტ ბრინკიც და აღნიშნავს, რომ "რუსეთი შეთანხმების შესრულების ნაცვლად, უკრაინის ეკონომიკის დახრჩობას და სურსათის ნაკადის შენელებას ცდილობს".

2022 წლის ივლისში, ერთ თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით იქნა მიღებული.

რუსეთმა პირობა დადო, რომ განბლოკავს პორტებს შავ ზღვაზე, რათა უზრუნველყოს მარცვლეულისა და ზეთის თესლის უსაფრთხო გადაადგილება. 2022 წლის 17 ნოემბერს შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა, 2023 წლის 13 მარტს კი რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა მარცვლეულის შეთანხმება 60 დღით განაახლოს.

 


close დახურვა