logo
ENG



ბორელი მოლაპარაკებებზე: ორივე მხარემ უნდა დათმოს, რათა ორივესთვის მისაღები შედეგი იყოს

16 მარ 202117:52
3 წუთის საკითხავი
 

ვროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეპ ბორელი მედიაციის შედეგების შეფასებისას ამბობს, რომ მოლაპარაკებებში საჭიროა ორივე მხარემ დათმოს, რათა ორივესთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული. ამაზე მან ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"განვიხილეთ მედიაციის შედეგები, რომელსაც უძღვება პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი ბატონი დანიელსონი. სამწუხაროდ, ჯერ შეთანხმება არაა მიღწეული, მაგრამ ბატონ პრემიერთან საუბარში, რამდენადაც მე ვიცი, პროგრესის მიღწევისკენ ნაბიჯები იდგმევა. იგივე უნდა განახორციელოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი წარმოადგენს თავის წინადადებებს, რომელსაც რამდენიმე დღეში მოვისმენთ და როგორც მსგავს სიტუაციაში ხდება, ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული". 

 


close დახურვა