logo
ENG



ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3.5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს

18 მაი 202309:46
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3.5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი  ჯოზეფ ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის (EBF) 3.5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საატენტო წერს, ჯოზეფ ბორელმა თანხის გამოყოფის ინიციატივა უკვე წარადგინა. მან EU-ის წარმომადგენლებს სთხოვა, 3.5 მილიარდის დამატება ევროპის სამშვიდობო ფონდისთვის, რომელმაც უკრაინისთვის 4.6 მილიარდი ევროს დახმარება უკვე გამოყო.

ჯოზეფ ბორელის ინიციატივის დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან თანხმობის მიღება იქნება საჭირო. 

ევროპის სამშვიდობო ფონდი 2021 წელს დაფუძნდა. ის ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ემსახურება. ფონდი განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან, რომელსაც არ აქვს სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უფლება.


close დახურვა