logo
ENG



ბორელის თქმით, ახლა მთავარი ამოცანა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა

02 ოქტ 202215:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/02/m2rjsl7u3mxrwa0.jpg

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახლა მთავარი ამოცანა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა.

ბორელის თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობა თითქმის შეუძლებელს ხდის ომის დასრულებას. ამასთან, ის ამბობს, რომ ამ ტერიტორიების ანექსიას არავინ აღიარებს.

24 სექტემბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება კიდევ ერთი ომი," - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 


close დახურვა