logo
ENG



ბორელის თქმით, ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს

24 სექ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.

"რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია - ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა - ძალიან ცუდია.

უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება კიდევ ერთი ომი," - თქვა ბორელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამავე დღეს, პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ" ნაბიჯად მოიხსენია.


close დახურვა