logo
ENG



ბორელის თქმით, უკრაინამ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება უნდა შეძლოს

29 აგვ 202414:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/29/rgcm0flpcn9nq6m.jpg

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინას, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ომს აგრძელებს, მოკავშირეებისგან იარაღი ისევ უნდა ეგზავნებოდეს.

ბორელმა აღნიშნული განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, ბრიუსელში გააკეთა, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას დახვდა.

"იარაღს, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით უკრაინას, სრულად გამოყენებადია და შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა უკრაინელებმა შეძლონ მიზანში ამოიღონ ადგილები, საიდანაც რუსეთი მათ კვლავ ბომბავს. სხვა შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა" - განაცხადა ბორელმა.


close დახურვა