logo
ENG



ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინას მეტ საარტილერიო სისტემას მიაწვდის

19 აპრ 202222:50
3 წუთის საკითხავი
 
ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინას მეტ საარტილერიო სისტემას მიაწვდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინას საარტილერიო სისტემებს მიაწვდის, ვინაიდან კონფლიქტი ძალიან სახიფათო ფაზაშია. 

თემთა პალატაში გამოსვლის დროს, მას შემდეგ, რაც დასავლელ პარტნიორებს ესაუბრა, ჯონსონმა განაცხადა, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პუტინს არ მიეცეს მომენტუმი" დონბასის რეგიონში. 

"სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რაც უკრაინელებს ახლა ძალიან სჭირდებათ. ეს ომი არტილერიის კონფლიქტად გადაიქცა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მათ მივაწვდით, გარდა მრავალი სხვა ტიპის დახმარებისა". - განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

დიდი ბრიტანეთის გარდა, აშშ-მაც თქვა, რომ უკრაინას მეტ არტილერიას მიაწვდის, თანაც "უპრეცედენტოდ მოკლე დროში". 

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს გერმანიაც, თუმცა, კერძო მწარმოებლების გავლით. 

უკრაინას უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის ნიდერლანდებიც. 

უკრაინისთვის მძიმე სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე განცხადება გააკეთა კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ. 


close დახურვა