logo
ENG



ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა

06 სექ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/70qug6ensd51fve.jpg
Phil Noble/Reuters

ბორის ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, თავისი პრემიერობის ყველაზე დიდ მიღწევად Covid-19-ის ვაქცინის შემოღებას და უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარებას მიიჩნევს. 

"თუ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინი ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს ბრიტანელი ხალხის შანტაჟითა და ბულინგით, მაშინ ის სრულიად მოტყუებულია." - განაცხადა ჯონსონმა. 

თავის ბოლო გამოსვლაში, როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონმა გარკვეული ბრაზი გამოთქვა, რომ იგი აიძულეს დაეტოვებინა ლიდერის პოსტი.

"ცინცინატუსის მსგავსად, მე ვუბრუნდები ჩემს გუთანს და ამ მთავრობას არაფერს შევთავაზებ, გარდა ჩემი მხურვალე მხარდაჭერისა."- განაცხადა ჯონსონმა. მან  იგულისხმა რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც  ლეგენდის თანახმად, თავი მიუძღვნა რესპუბლიკას კრიზისის დროს.

"დროა ჩვენ ყველანი მხარში დავუდგეთ ლიზ ტრასს, მის გუნდს და მის პროგრამას."- ბორის ჯონსონი. 

ჯონსონმა ასევე მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალს და განაცხადა, რომ დედოფალთან შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ "ჩირაღდანი გადაეცემა ახალ კონსერვატიულ ლიდერს."

"უპირველეს ყოვლისა, მადლობა თქვენ, ბრიტანელ ხალხს, ამომრჩეველს, რომ მომეცით შესაძლებლობა ვემსახურო, ყველას, ვინც ასე დაუღალავად მუშაობდით Covid-ის დასამარცხებლად, რათა ვყოფილიყავით იქ, სადაც დღეს ვართ." - თქვა ჯონსონმა.

გავრცელებული ჭორების თანახმად, ბორის ჯონსონი არსებული პარლამენტის პირობებში, შესაძლებელია, პოლიტიკაში დაბრუნდეს.


close დახურვა