logo
ENG



ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

18 მაი 202110:35
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვენ. 

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კომპანიასთან, თუმცა ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაცია დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. 

"ყოველ დღე ვმუშაობთ, არ არსებობს ჩვენთვის კვირა და დასვენება. 17 ლარი მაქვს დღიური ხელფასი. არ გვაქვს ნორმალური ხელფასი, გვეუბნებოდნენ მოვგვარდებითო, მაგრამ არ ვართ მოგვარებულები, ამიტომ გავიფიცეთ", - აცხადებს ბორჯომის ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ კომპანიის მხრიდან მუქარაზე და აღნიშნავენ, რომ ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაცია მათ სამსახურში დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.

"ახლაც, ჩვენ რომ აქ ვდგავართ, ურეკავენ დასაქმებულებს და აშინებენ, ემუქრებიან, თუ არ შემოხვალთ სამსახურში, დატოვებთ სამსახურსო. ეს გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულთა სამუშაო უფლებები, ხელფასები და პირობები არ გაუმჯობესდება", - აცხადებს აქციის მონაწილე. 


close დახურვა