ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი გავრცელებული იყო შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდებოდა სპეციალური ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევდათ. პროცესში ჩაერთო ვერტმფრენიც.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.