logo
ENG



ბორჯომში კაცმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა

03 მაი 202211:59
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომში კაცმა ცოლი დაჭრა. მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შემთხვევა 1-ელ მაისს მოხდა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში", - უთხრა გამოცემას ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი დააკავეს. მათივე თქმით, მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიდედრსაც. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.


close დახურვა