logo
ENG



ბოტკოველი: ვეთანხმები ნადირაძის განცხადებას, ვფიქრობ, ენმ-ს სჭირდება დამატებითი ლეგიტიმაცია

09 ნოე 202214:05
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ემხრობა თანაგუნდელების აზრს შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ენმ-ის დღეს დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება.

"რა თქმა უნდა, ვეთანხმები ირაკლი ნადირაძის და იმ შემადგენლობის განცხადებას. ჩემთვის უცხო არ არის, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი დიდი ხანია პარტიაშიც და ვფიქრობ, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება დამატებითი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მოვიპოვოთ ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატია ამ ქვეყანაში და ვადამდელი არჩევნები. ამისთვის საჭიროა ნაციონალური მოძრაობა გახდეს აქტიური და ანგარიშგასაწევი ძალა"- აცხადებს ბოტკოველი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

ენმ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტია "ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს", რადგან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, საქართველოს გათავისუფლების, ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა, "რომელიც ყოველთვის ოპოზიციის ფლაგმანი იყო". 

პარტიის ნაწილი არ ეთანხმება ნადირაძის დღევანდელ განცადებას და მიიჩნევენ, რომ "დღეს ამ ყველაფერზე საუბარი მიუღებელია".


close დახურვა