ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათთან მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 6 ინფიცირებული არასრულწოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 54 პაციენტი მკურნალობს. აქედან 1 პაციენტი დაგვემატა ახალი. 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. გყვავს ისევ 24 ინფიცირებული პაციენტი, საიდანაც 1 პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და გაეწერება. 18-წლამდე გყვავას 6 პაციენტი. გამოჯანმრთელებულშია 1 მოზარდი. 4 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ამ წუთისთვის 14 პაციენტი ემზადება კვლევაში ჩასართველად.
ახალი პაციენტი ქვეყნის შიდა გადაცემიდანაა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასტერი ბოლნისია და კონტაქტები შესწავლილია. სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურებში შეგვიძლია მოვიაზროთ“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
ამ მომენტისთვის ქვეყანაში 408 ინფიფიცერებულია. აქედან, 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 561 ადამიანი.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.