ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 49 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.
სოლოღაშვილის თქმით, ინფიცირებული პაციენტების ნაწილი საყურადღებოა, ხოლო ერთი რეანიმაციულ განყოფილებასი იმყოფება.
"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 49 პაციენტს. ინფიცირებულებიდან 10 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი, 3 მაღალასაკობრივ რისკს მიეკუთვნება. ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიამაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას. გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი, აქედან 12 არის თეთრიწყაროდან და 3 ბოლნისიდან. ძირითადი სიმპტომი არის ცხელება. ნაწილი მათგანი არის საყურადღებო", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.