logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკა: ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა

07 აპრ 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულია 41 პაციენტი.

სოლოღაშვილის თქმით, აქედან 6 არასრულწლოვანია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში 41 პირი მკურნალობას. აქედან, ახალი პაციენტებიდან ჩვენთან 3 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ 19. სულ ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 6 არასრულწლოვანია. ექვსივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი 41 პაციენტიდან 4 მათგანი ჩერთვება კვლევაში. ყველა პაციენტის კლასტერის ცნობილია - სამივე ახალი შემთხვევა შიდა გავრცელებაა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.


close დახურვა