ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
კლინიკის ინფექციონისტის, ნინო ალხაზიშვილის განცხადებით, 5 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, მათგან ერთი კი უფრო მეტად მძიმე და განსაკუთრებით საყურადღებოა.
კლინიკაში სულ 13 პაციენტი მკურნალობს. მათი საერთო მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.