ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია ამბობს, რომ დიდი ხანია მათ კლინიკაში თავისუფალი საწოლი აღარ არის. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, მასობრივი შეკრებებისგან თავი შეიკავონ და თავი დაიცვან მათ შორის, ოჯახის წევრებისგანაც.
"მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან!
ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ,
გაფრთხილებთ ყველას: მუდმივად ატარეთ პირბადე!! მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება- ყოველგვარი "ჩაწყობის" გარეშე.
დავიცვათ ერთად რეგულაციები, გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა", - წერს დავით გადელია ფეისბუქის გვერდზე.